ანიმეს შესახებ: ლაითს, იაპონიის ყველაზე საუკეთესო მოსწავლეს, ცხოვრება მოსაწყენი ეჩვენება და ერთ ერთ ამ მოსაწყენ დღეს იგი პოულობს შავ რვეულს, რომელსაც სიკვდილის ფურცლები ( Death Note) აწერია. ლაითი რვეულიდან ამოიკითხავს რომ თუ კი ამ რვეულში ვინმეს სახელს და გვარს ჩაწერ ის მოკვდებ. ლაითს ეს ხუმრობა ჰგონია და ხუმრობას ჰყვება, ადამიანი რომელიც მან ჩაწერა კვდება ზუსტად ისე როგორც რვეულში წერია. ლაითი ხვდება რომ მას ხელთ ჩაუარდა ისეთი რამ რაც მხოლოდ ღმერთების პრივილეგიაა და იგი გადაწყვეთ ღმერთის საქმე შეასრულოს, გაწმინდოს ქვეყანა ბოროტებისაგან. აი აქ იწყება ანიმეს განვითარებაც ჩნდება "L" ლაითს მსგავსად უჭკვიანესი ადამიანი და იწყება ამ ორ ადამინს შორის გონების, ცოდნის და ეშმაკობის ომი.