პარასკევი, 29.03.2024, 17:56
მოგესალმები სტუმარი
RSS
SITE LOGO
საიტის მენიუ
საიტის მეგობრები
Internet Map
Besucherzahler dating sites
счетчик посещений
Page Rank Check
ჩვენი გამოკითხვა
გაუქმდეს თუ არა განყოფილება XXX +18?
სულ პასუხი: 544
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » მთავარი » მუსიკა » Nightwish
Nightwish
VEGAთარიღი: შაბათი, 20.12.2008, 18:02 | პოსტი # 1
Admin
ჯგუფი: მომხმარებელი
პოსტი: 96
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
Nightwish

დაარსდა: 1996 წელს
ქვეყანა: ფინეთი
სტილი: Symphonic Metal, Power Metal

შემადგელნობა:
Tuomas Holopainen - Keyboard
Marco Hietala - Bass Guitar
Erno Vuorinen - Led Guitar
Jukka Nevalainen - Drums
Anette Olzon - Vocals

ყოფილი წევრები:
Tarja Turunen - Vocals
Sami Vänskä - Bass Guitar

ჯგუფის შექმნის იდეა Tuomas Holopainen-ს ეკუთვნის. მან ვოკალისტად Tarja Turunen მოიწვია, ხოლო მესამე ჯგუფში მოვიდა Erno Vuorinen. მათი პირველი ალბომი 1995 წელს გამოვიდა და ექსპერიმენტებზე იყო დაფუძნებული, რომელსაც "Demo Albom" ჰქვია. ამ ალბომში შევიდნენ კომპოზიციები "Nightwish" და "The Forever Moments". მათი მეორე ალბომი გახლდათ "Angels Fall First", გამოსული 1997 წელს სადაც Tuomas Holopainen არის ვოკალისტად. ეს ალბომი მათი მომავალი ალბომებიდან განსხვავებული იყო. ამავე დროს ჯგუფში მოვიდა Jukka Nevalainen და აკუსტიკური გიტარა შეიცვალა ელექტრო გიტარით. აპრილში ჯგუფი პირველად მივიდა სტუდიაში და ჩაწერეს ალბომი "Angels Fall First". 1997 წლის 31 დეკემბერს ჯგუფმა ჩაატარა პირველი კონცერთი თავის მშობლიურ ქალაქში. ამავე დროს ჯგუფის წევრები Jukka და Emppu მსახურობდნენ ჯარში ხოლო Tarja დაკავებული იყო სწავლით. 1998 წელს გამოვიდა მათი პირველი კლიპი "The Carpenter" და ჯგუფში მოვიდა Sami Vänskä. 1998 წლის 13 ნოემბერს ჩატარდა კონცერტი და "Sacrament Of Wilderness" გადაღებულ იქნა ვიდეო-კლიპი. 7 დეკემბერს კი გამოვიდა ალბომი "Oceanborn". ამ ალბომის გამოშვებაში Nightwish-ს ეხმარებოდა ჯგუფ "Finntroll"-ის ვოკალისტი Tapio Vilska. 1999 წელს დაწერილ იქნა single: "Sleeping Sun" რომელიც აგვისტოში გამოშვებულ იქნა გერმანიაში. აგვისტოში ალბომმა "Oceanborn" და single: "Sacrament of Wilderness" მიიღეს ოქროს დისკს სტატუსი. 2000 წლის მაისში გამოვიდა მათი ახალი ალბომი "Wishmaster" და ჟურნალ "Rock Hard"-ის მიერ თვის ალბომად იქნა აღიარებული. ნოემბერში იქნა ჩატარებული 2 კონცერტი, მონრეალსა და კანადაში. 2001 წელს ჩაწერილ იქნა პირველი DVD. ამავე წელს დაიწერა სიმღერა "The Over Hills And Far Away" და ასევე ჯგუფში მოვიდა ბას გიტარისტი Marco Hietala და მან დაიკავა ჯგუფში კაცი ვოკალისტის ადგილი. 2002-ში გამოვიდა ალბომი "Century Child" და single: "Ever Dreams" და "Bless The Child" 2003 წელს გამოვიდა DVD "End Of Innocence" და ზაფხულში Tarja გათხოვდა. მათი ახალი ალბომი "Once" გამოვიდა single: "Nemo"-ს შემდეგ. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდა ფინეთის ორკესტრი. გამოვიდა "Wish I Had An Angel" რომელიც იყო ფილმ "Alone In The Dark" 2005 წელს გამოვიდა ნაკრები სიმღერებისა "Highest Hopes" სადაც შესული იყო სიმღერები ჯგუფის დისკოგრაფიიდან და ასევე "Pink Floyd"-ის სიმღერა High Hopes (The Division Bell). 2006 წელს გამოვიდა DVD "End Of Era" რის შემდეგადაც ჯგუფი Tarja-მ დატოვა. ახალ ვოკალად კი ანეტა აირჩიეს და მასთან ერთად გამოუშვეს ახალი ალბომი "Dark passion play" [2007].

 
ფორუმი » მთავარი » მუსიკა » Nightwish
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz