შაბათი, 20.04.2024, 03:08
მოგესალმები სტუმარი
RSS
SITE LOGO
საიტის მენიუ
საიტის მეგობრები
Internet Map
Besucherzahler dating sites
счетчик посещений
Page Rank Check
ჩვენი გამოკითხვა
გაუქმდეს თუ არა განყოფილება XXX +18?
სულ პასუხი: 544
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » მთავარი » ქალი & მამაკაცი » სასიყვარულო ლექსები (sasiyvarulo leqsebi)
სასიყვარულო ლექსები
VEGAთარიღი: შაბათი, 20.12.2008, 18:55 | პოსტი # 1
Admin
ჯგუფი: მომხმარებელი
პოსტი: 96
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
აქ დაწერეთ სასიყვარულო ლექსები.....

ტანო ტატანო

ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!

ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!

წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!

ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!

პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,

ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,

გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,

ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,

მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,

მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,

ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;

ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.

აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!

თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!

გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?

თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?

უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:

სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!

მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,

მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!

ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!

(ბესარიონ გაბაშვილი )

 
Tamushkiiiთარიღი: სამშაბათი, 23.12.2008, 17:03 | პოსტი # 2
ახალი
ჯგუფი: მომხმარებელი
პოსტი: 41
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
Tovli
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,

უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში

ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ

მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში

და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,

ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...

თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი

და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული ფიფქით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

galaqtioooooooni


 
VEGAთარიღი: სამშაბათი, 23.12.2008, 23:37 | პოსტი # 3
Admin
ჯგუფი: მომხმარებელი
პოსტი: 96
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
Tamushkiii,
zepirad vicodi ert dros mag leqsi biggrin
 
ფორუმი » მთავარი » ქალი & მამაკაცი » სასიყვარულო ლექსები (sasiyvarulo leqsebi)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz